« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
ბანკი რესპუბლიკა, სოსიეტე ჟენერალი

ბანკი რესპუბლიკა, სოსიეტე ჟენერალი


ბანკი "რესპუბლიკა" ერთ-ერთი უძველესი ქართული კერძო ბანკია, რომელიც დაფუძნდა 1991 წელს. ბანკი "რესპუბლიკა" წამყვანი კომერციული ინსტიტუტია, რომელიც სწრაფად აფართოვებს კორპორაციულ და საცალო საბანკო საქმიანობას და ფინანსურ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით. ბანკში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ბანკი კლიენტებს 47 ფილიალისა და სერვის-ცენტრის მეშვეობით ემსახურება.

2006 წელს ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" გახდა ბანკის აქციების 60%-ის მფლობელი. 2009 წელს ჯგუფმა თავისი წილი 80%-მდე გაზარდა. "სოსიეტე ჟენერალის" გლობალური ცოდნა და კომპეტენცია ბანკ "რესპუბლიკის" ყველაზე ძლიერი მხარეა. ბანკი თანაბრად აქტიურია როგორც კორპორაციული, ასევე საცალო საბანკო საქმიანობის კუთხით და გასწევს ნებისმიერი სახის საინვესტიციო საბანკო მომსახურებას "სოსიეტე ჟენერალის" ჯგუფის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.republic.ge

თანდართული ფაილ(ებ)ი:

** განაცხადის ფორმა
ამ ორგანიზაციის აქტიური განცხადებები არ მოიძებნა.