Робота для біженців з України
ბექ-ოფისის ოპერატორი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბექ-ოფისის ოპერატორი
მომწოდებელი: Delivo
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
"დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას.

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის ოპერატორის პოზიციაზე თბილისსა და რუსთავში.

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიეროში საფოსტო გზავნილების მიღება-დამუშავება და პროგრამულად აღრიცხვა
** კურიერებზე განაწილება
** მომხმარებლისაგან მიღებული გზავნილების დამუშავება და გაგზავნის ხელშეწყობა
** დოკუმენტებისა და მონაცემთა ბაზების მართვა
** კომპანიაში დანერგილ პროგრამებში მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი.
** MS Office პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების და თვითგანვითარების უნარი;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივნისისა.

გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე