Робота для біженців з України
შესყიდვების უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი "ჯეო ჰოსპიტალსი" აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.

"ჯეო ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე შემდეგ მიმართულებაში:

** ინფრასტრუქტურული პროექტები;
** სამედიცინო აპარატურის შესყიდვა (სამედიცინო აპარატურა და ხელსაწყოები).

ადგილმდებარეობა: თბილისი, შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" სათავო ოფისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
დეპარტამენტი: შესყიდვების და მარაგების მართვის დეპარტამენტი
უშუალო ხელმძღვანელი: შესყიდვების და მარაგების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვის პროცესის სრული ციკლის წარმართვა კომპანიის მიზნების, სტრატეგიის და შიდა შესყიდვების პროცედურის შესაბამისად;
** ბაზრის შესწავლა, მომწოდებელთა ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;
** მოთხოვნის მიღება, ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით დამუშავება და სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობით პროდუქციის შესყიდვა;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** პროდუქციის ფასებისა და მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო პირობების მისაღებად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება სამედიცინო სფეროში (საერთაშორისო შესყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "თბილისი-შესყიდვების უფროსი სპეციალისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 06 ივნისი

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმომგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯეო ჰოსპიტალსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;

კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;

კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;

კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს "ჯეო ჰოსპიტალსს".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე