Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
შპს "Construction service" ლითონის კონსტრუქციების მწარმოებელი საწარმო, აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი მაზნიაშვილის ქ. № 2
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად;
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.cs.ge/

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება- ტექნიკური მიმართულებით;
** სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
** ხარჯთაღმრიცხველად (სამშენებლო სფეროში) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარების ცოდნა (excel- მაღალ დონეზე);
** სასურველია ინგლისურისა და რუსულის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებში ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: vacancy@cs.ge მეილზე და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა, შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service-ადამიანური რესურსების განყოფილების მიერ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე