Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: აპარტ გრუპი
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
"აპარტ გრუპში" შემავალი დეველოპერული კომპანია "აპარტ დეველოპმენტი" აცხადებს კონკურსს დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის სისუფთავეზე და წესრიგზე ზრუნვა
** ოფისის ინვენტარის დასუფთავება
** ჭურჭლის გარეცხვა
** სველი წერტილების მოწესრიგება
** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების ჯეროვნად შესრულება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ენერგიული
** თავაზიანი

აუცილებელი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი და პირობები: კვირაში 6 დღე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე, შაბათს - 10:00-დან 15:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.უზნაძის ქ. #4
ხელფასი: 1500 ლარი

თუ თქვენ პასუხობთ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: office@apart.ge არა უგვიანეს 2024 წლის 8 ივნისისა.

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დიასახლისი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე