Робота для біженців з України
უფროსი დაზღვევის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი დაზღვევის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი დაზღვევის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი (შერჩეული აპლიკანტები დასაქმდებიან სხვადასხვა ფილიალებში)
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** კომუნიკაციის წარმოება კომპანიის არსებულ კლიენტებთან;
** კლიენტისგან ხელშეკრულების მოსამზადებლად საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა;
** კლიენტთან გასაგზავნი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოწესრიგება, შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის გაგზავნა;
** საჭიროებისამებრ ანგარიშების წარმოება და შედეგების მიწოდება გაყიდვების და ჯგუფის მენეჯერისთვის;
** კლიენტებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "უფროსი დაზღვევის მენეჯერის ასისტენტი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე