Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ესთეტიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის ცენტრი
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
"ესთეტიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 19:00, ყოველი მეორე შაბათი 10:00 - 17:00 მდე
ანაზღაურება - 1000 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტების რეგისტრაცია;
** სალაროს და ტერმინალის ოპერაციების წარმოება;
** პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** შემოსულ ზარებზე პასუხი და პაციენტების ჩაწერა;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: clinic.aesthetic.777@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე