ბეტონის მიქსერის მძღოლი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბეტონის მიქსერის მძღოლი - ფოთი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 14 აგვ
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" ეძებს კადრს ბეტონის მიქსერის მძღოლი.

"პრაიმ ბეტონი" არის დაზღვეული სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ფილიალები თბილისსა და ფოთში და ჩართულია სამშენებლო სფეროს მომსახურებებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.

იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

პოზიცია: ბეტონის მიქსერის მძღოლი
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი
პოზიციის სახელფასო ზღვარი: 800 - 1000

სამუშაოს აღწერილობა:

** ბეტონის მიქსერის ოპერირება
** ტექნიკის შემოწმება/შეპოხვა
** საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ ტექნიკაზე მცირედი სარემონტო სამუშაოების შესრულება
** ბეტონთან მუშაობა
** კომპეტენციის ფარგლებში წარმოების მენეჯერის დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** C კატეგორიის მართვის მოწმობა
** მსგავ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge არაუგვიანეს 2017 წლის 14 აგვისტოსი. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე