Робота для біженців з України
ბილინგის განყოფილების უფროსი - ახმეტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბილინგის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ბილინგის განყოფილების უფროსის ვაკანსიას ახმეტაში.

"საქართველოს კლინიკები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** წინასწარ დადგენილი სტანდარტებისა და ვადების შესაბამისად, კლინიკის შემოსავლების დამუშავება და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
** სტაციონარისა და გადაუდებელი ამბულატორიული პაციენტების ისტორიების დამუშავება, სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველყოფა. მათ შორის, კოდების, ჩატარებული გამოკვლევების, მანიპულაციაზე პასუხისმგებელი ექიმისა და ექთნის დაფიქსირების, მედიკამენტების გადამოწმების მონიტორინგი;
** წარმოებულ სამედიცინო დოკუმენტაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, შესწორების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა დაწესებულებებთან, წინასწარ დადგენილ ვადებში, შესრულების ამსახველი მონაცემების პროგრამული დაფიქსირება (Moh.hov.ge, პარტნიორი სადაზღვევო კომპანიების ელექტრონულ მოდულები და სხვა);
** სხვადასხვა დაწესებულებებთან, წინასწარ დადგენილ ვადებში, შესრულების დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენა, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურებთან (NCDC, მერია, გამგეობა, ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო) და კერძო სადაზღვევო კომპანიებთან;
** პაციენტის სამედიცინო ისტორიის საფუძველზე, კალკულაციების პროცესის მართვა; სრულყოფილი კალკულაციების პორტალზე ატვირთვა დადგენილ ვადებში, ინვოისების მომზადება, დაქეისება და დოკუმენტაციის აკინძვა;
** საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორ სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია, არსებული ხარვეზების იდენტიფიცირების, მონაცემების დადარებისა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით;
** სათავო ოფისისთვის, კლინიკის შემოსავლების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, შესრულების მონაცემების, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების, ჯარიმების და სხვა;
** ყოველდღიურად, კლინიკის რეგისტრატორების მიერ შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოწმება, პროგრამაში ატვირთული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება, შესაბამისი რეესტრის წარმოება და დაარქივება;
** მკაცრი აღრიცხვის ფორმებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, პორტალზე მონაცემების გაპასიურება და ოქმის შედგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის, საბანკო/საფინანსო საქმე, მიმართულებით;
** სავალდებულოა შესაბამის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია
** ლიდერობა
** ინოვაციურობა/სიახლეებზე ორიენტაცია
** შედეგზე ორიენტაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბილინგის განყოფილების უფროსი ახმეტაში".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე