Робота для біженців з України
პრისეილერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: Apache
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
კომპანია "აპაჩი" აცხადებს პრისეილერის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დისტრიბუციაში, გაყიდვებში ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებში სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** ზრუნვა პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე;
** გაყიდული საქონლის თანხების დროულად ამოღება;
** გეგმის მიხედვით ქსელის გაზრდის უზრუნველყოფა;
** ობიექტებიდან არარეალიზებული პროდუქციის ჩამოწერა და მითვლა.

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** საწვავის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია;

ელფოსტა: apache.kutaisi.2023@mail.ru
ტელ: 595885834
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე