Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: შვიდი მითი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
კომპანია "შვიდი მითი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, მისი სამუშაო სფერო რამოდენიმე მიმართულებას მოიცავს: საკვები საღებავებისა და ინგრედიენტების წარმოება, რეალიზაცია, იმპორტ-ექსპორტი, შესაფუთი მასალების წარმოება, სადეზიანფექციო საშუალებების იმპორტი, საწარმოო მანქანა-დანადგარების იმპორტი.
კომპანიის საწარმოში მზადდება ვაკუუმ და თერმო შეფუთვები, რომელიც შესაფუთი მასალებით ამარაგებს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
დღეს, "შვიდი მითი" პროფესიონალებით დაკომპლექტებული, სანდო პარტნიორია ბევრი ცნობილი და წარმატებული საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიისთვის.

შ.პ.ს. "შვიდი მითი" აცხადებს ვაკანსიას: ოფისის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, Outlook
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა
** საფოსტო-საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება
** საკანცელარიო პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა, ოფისისა და საწარმოს უზრუნველყოფა საკანცელარიო ნივთებით
** სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება
** შეხვედრების და თათბირების ორგანიზება, სტუმრების გამასპინძლება (საჭიროების შემთხვევაში)
** თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინებების ორგანიზება: სამოგზაურო ბილეთების შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა, საჭიროების შემთხვევაში გამოფენებზე რეგისტრაციის ორგანიზება და სხვა მსგავსი შინაარსის აქტიობების განხორციელება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@shvidimeat.com

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ოფისის მენეჯერი

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 26 მაისი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე)

"შვიდ მითში" თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://shvidimeat.com/ge/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე