Робота для біженців з України
რეცეფციის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციის თანამშრომელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების/კლიენტების მიღება და გადამისამართება;
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებთან გადამისამართება;
** ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა;
** თანამშრომლების მხარდაჭერა ადმინისტრაციულ საკითხებში;
** სხვადასხვა მონაცემების/ინფორმაციის ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა;
** კორესპონდენციის და ამანათების მიღება/ჩაბარების წარმოება, აღრიცხვა და ადრესატისთვის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან მოქნილი გრაფიკის მქონე სტუდენტი;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** თავაზიანი.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: 500-800 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 26 მაისის ჩათვლით ელ.ფოსტაზე: vacancy.trainee@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ: "რეცეფცია".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე