Робота для біженців з України
დამხმარე ოპერატორი - მბეჭდავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ოპერატორი - მბეჭდავი
მომწოდებელი: პათოლოგიის კვლევითი ცენტრი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
"პათოლოგიის კვლევითი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ოპერატორის (მბეჭდავის) პოზიციაზე.

სამუშაო დრო:

** ნახევარი განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ცვლები 09:30-14:00 და 14:00-18:30, თვეში ორი შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე;
** სრული განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:30 საათამდე ყოველი მეორე შაბათი

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი, კონსტანტინე ჩაჩავას N1, პათოლოგიის კვლევითი ცენტრი;

ანაზღაურება:

** ნახევარ განაკვეთი - 500 ლარი;
** სრული განაკვეთი - 800 ლარი (კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით 1000 ლარი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზების სამედიცინო პროგრამაში ასახვა.
** ასახული ინფორმაციის კონტრაქტორ კლინიკებთან და პაციენტებთან გადაგზავნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** უცხო ენების ცოდნა - რუსული/ინგლისური (საკომუნიკაციო დონეზე).

ცოდნა და უნარები:

** ყურადღება დეტალების მიმართ;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობა;
** ოპერატიულობა;
** გუნდურობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე t.jincharadze@pathlab.ge და ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დამხმარე ოპერატორის (მბეჭდავი)"

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე