Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

ტექნეტი

 
ტექნეტი

შპს "ტექნეტი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის დაარსების დღიდან, ჩვენი მიზანი იყო საქართველოს ბაზარზე შეგვეთავაზებინა ყველა ტიპის ბიზნესისთვის IT მომსახურების უმაღლესი ხარისხი. დაარსების დღიდან ჩვენმა გუნდმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი IT სფეროში, რადგან დასახული მიზნისთვის არასდროს გვიღალატია და მთავარი დევიზი "უმაღლესი ხარისხი" ყოველთვის თან ახლდა ჩვენს საქმიანობას.

ჩვენი გუნდის ხედვა ცალსახად მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მომსახურებისკენ არის მიპყრობილი. ჩვენთვის ნებისმიერ საქმეში პროგრამა მინიმუმი არის დასახული ამოცანის 100% შესრულება. "ტექნეტის" გუნდს გვსურს IT მომსახურების უმაღლესის სტანდარტები დავამკვიდროთ საქართველოში.

 
გადაიტანე Facebook-ზე