იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 30 აპრ
შპს "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტ-ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია სამედიცინო;
** ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (Excel-ის - განსაკუთრებით);
** სახელმწიფო და კერძო შესყიდვების (ტენდერებში) სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ანგარიშების გაკეთების უნარი შესყიდვებსა და გაყიდვებზე;
** ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა;
** ასაკი: 22-35 წელი.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა, ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge 2017 წლის 30 აპრილამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე