უმცროსი დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი დიზაინერი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 10 მაი
სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტელექტრონიქსი"-ს 27 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Siemens, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: უმცროსი დიზაინერი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 10 მაისი, 2017 წელი
კონკურსის ფორმა: ტესტი, გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** ელიტ ელექტრონიქსის გრაფიკული დიზაინის შექმნა;
** ბუკლეტების, ფლაერების, გარე და მაღაზიის შიდა ბანერების, კატალოგების, გაზეთების, ყველა საბეჭდი და ონლაინ გამოსაყენებელი მასალისთვის გრაფიკული დიზაინის შექმნა;
** საგარანტიოების, ფასმაჩვენებლების, სტიკერების, სასაჩუქრე ბარათების, პარკების და სხვა სარეკლამო აქსესუარების დიზაინის მომზადება;
** FB-სთვის, ონლაინ რეკლამისთვის და კომპანიის საიტისთვის ბანერების დიზაინის შექმნა;
** მარკეტინგული პროექტებისთვის სხვადასხვა დიზაინის შემუშავება;
** სარეკლამო სააგენტოებთან და სტამბებთან ურთიერთობა, მოწოდებისა და პირობების შეთანხმება.
** 3D Max-ში მუშაობის შესაძლებლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, შესაბამისი მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** შესაბამის სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება სფეროში მუშაობის.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** პუნქტუალური.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე