ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: La Grande Dimora
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 15 აპრ
კომპანია "La Grande Dimora", რომელიც მომხმარებლებს მრავალი წელია უმაღლესი ხარისხის იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების ავეჯს, მშენებლობასა და სარემონტო მომსახურებას სთავაზობს, აცხადებს კონკურსს ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოთხოვნები:

** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინტერიერის დიზაინის სფეროში;
** აუცილებელია, ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინტერიერის დიზაინის სფეროში უახლესი ტენდენციების საფუძვლიანი ცოდნა;
** ARCHICAD, 3D MAX

მოვალეობები:

** დამკვეთთან ურთიერთობა, სასურველი კონცეფციის აღქმა, შესრულება და განხორციელება.
** დიზაინ პროექტის შექმნა, როგორც კერძო, ასევე მსხვილი კორპორატიული დაკვეთებისთვის (გეგმარება, ნახაზები, რენდერები, სპეციფიკაციები).
** საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
** პროექტის დასრულებამდე ზედამხედველობა, რათა კლიენტმა მოთხოვნების შესაბამისი სიზუსტე, ხარისხი და მომსახურება მიიღოს.

პიროვნული უნარები:

** მოტივირებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** კარგი კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი.
** შემოქმედებითი უნარი და დიზაინის სფეროში განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ცნობილ და პრესტიჟულ ბრენდებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას;
** ადგილობრივი, მაღალი ხარისხის წარმოების განვითარების პროცესში ჩართვის შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ვიწვევთ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს იმუშაოს მაღალი ხარისხის პროდუქტზე, განახორციელოს საკუთარი კონცეფციები და ინიციატივების გამოჩენის არ ერიდება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტო-სურათთან ერთად და პორტფოლიო ელ. ფოსტაზე: info@lagrandedimora.com 2017 წლის 15 აპრილის ჩათვლით. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ინტერიერის დიზაინერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე