სასერტიფიკატო პროგრამა ფინანსებში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა ფინანსებში
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 17 აპრ
კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ პროგრამას ფინანსებში CP in Finance (Certified Professional in Finance).

პროგრამა დაეხმარება მსმენელებს გაიღრმავონ ცოდნა ფინანსების მართვის მიმართულებით. ხელს შეუწყობს მათ კარიერულ და პროფესიულ განვითარებაში, რაც გულისხმობს ამ სფეროსთვის აუცილებელი ცოდნის მიღებას.

პროგრამის ფარგლებში მსმენელებს საშუალება აქვთ გაიარონ, როგორც ექვსივე მოდული (ექსელის მოდული არჩევითია და არ არის სავალდებულო სრული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად), ასევე ინდივიდუალურად რომელიმე მათგანი. ტრენინგის ყველა მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს "CP in Finance (Certified Professional in Finance)", ხოლო ცალკეული მოდულების გავლის შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის (მოდულის) სერთიფიკატს.

** მოდული #1 ფინანსური აღრიცხვა და ანალიზი (Financial Accounting)
** მოდული #2 მენეჯერული აღრიცხვა (Managerial Accounting)
** მოდული #3 გადასახადები (Taxes)
** მოდული #4 ფინანსების მართვა (Corporate Finance)
** არჩევითი მოდული - #5 ექსელი (Excel)
** მოდული #6 ფინანსური მოდელირება ექსელის გამოყენებით (Financial Modeling in Excel)

მოდული #1 ფინანსური აღრიცხვა და ანალიზი:

თემატიკა:

** ფინანსური აღრიცხვის საგანი;
** საბალანსო უწყისის განხილვა;
** ფინანსური აღრიცხვის ელემენტები, მათი აღიარება და ასახვა;
** ფინანსური ანგარიშგების პროცესი;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
** საცდელი ბალანსის მომზადება;
** ანგარიშთა გეგმის მიმოხილვა;
** ბალანსის მომზადების წინაპირობები - მაკორექტირებელი გატარებები;
** დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა და ანალიზი;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
** მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
** ვალდებულებების აღრიცხვა;
** ინვესტიციების გადაფასება, ფულის ღირებულებით თეორიის საფუძვლები;
** ფინანსური და ოპერაციული იჯარის აღრიცხვა;
** აღრიცხვა სააქციო საზოგადოებებში;
** აღრიცხვა სამრეწველო საწარმოებში;
** ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი (Cash Flows);
** ფინანსური უწყისების ანალიზი.

ტრენერი: გიორგი ბიგანიშვილი

მოდული #2 მენეჯერული აღრიცხვა:

თემატიკა:

** მენეჯერული აღრიცხვის არსი და მიზანი;
** დანახარჯების ტიპები და ქცევა;
** მასალის ხარჯები;
** შრომითი დანახარჯები;
** ზედნადები ხარჯები;
** დანახარჯები-მოცულობა-მოგების (cvp) ანალიზი;
** რელევანტური დანახარჯები;
** ბიუჯეტირება;
** გადახრების ანალიზი.

ტრენერი: გიორგი ბიგანიშვილი

მოდული #3 გადასახადები:

თემატიკა:

** გადასახადის ცნება, ნიშნები, სტრუქტურა და კლასიფიკაცია, საგადასახადო კანონმდებლობა;
** საგადასახადო სამართლის სუბიექტები, საგადასახადო ადმინისტრაციები, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი და სხვა ვალდებული პირი;
** საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, საშემოსავლო გადასახადი;
** საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, მოგების გადასახადი;
** საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, არაპირდაპირი გადასახადები;
** ადგილობრივი გადასახადები.

ტრენერი: ზვიად როგავა

მოდული #4 ფინანსების მართვა:

თემატიკა:

** ფულის ღირებულება დროში, საპროცენტო განაკვეთი, სესხები;
** კომპანიის და ზოგადად აქტივების შეფასების გზები;
** ფინანსური უწყისების სტრუქტურა და მათი ანალიზი;
** კაპიტალის ღირებულების დამოკიდებულება დაფინანსების სახეებზე;
** ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
** რისკები და სარგებელი;
** მოკლევადიანი აქტივების მართვა;
** კაპიტალური პროექტების შეფასება სხვადასხვა ფინანსურ იარაღების გამოყენებით;

ტრენერი - ვატო ბერიშვილი

მოდული #5 ექსელი:

თემატიკა:

** ცხრილების შექმნა Table ბრძანების გამოყენებით;
** ფორმულები და ფუნქციები ექსელში;
** ოპერატორები ფორმულებისათვის, მათი შესრულების თანმიმდევრობა;
** ფუნქციების მაგალითები, არგუმენტები ფუნქციებისათვის;
** ფორმულების შექმნა, უჯრისა და დიაპაზონის სახელების გამოყენება ფორმულებში;
** უჯრის მისამართების ტიპები;
** ფორმულების გამოყენება ცხრილებში;
** დიაგრამებთან მუშაობა;
** ლოგიკური ფუნქციები;
** Lookup & Reference ფუნქციები;
** სტატისტიკური თვლის ფუნქციები;
** თარიღებისა და დროის ფუნქციები;
** მათემატიკური ფუნქციები;
** ტექსტური ფუნქციები;
** ფინანსური ფუნქციები;
** მასივის ფუნქციები;
** დამატებითი ფუნქციები;
** ტექსტის დაყოფა სვეტებად;
** პირობითი ფორმატირება;
** სამუშაოს დაცვის ტიპები;
** მონაცემთა დახარისხება, დახარისხება რამდენიმე კრიტერიუმით;
** მონაცემთა ფილტრაცია, ფილტრაცია რამდენიმე კრიტერიუმით.

ტრენერი: გიორგი დათუკიშვილი

მოდული #6 ფინანსური მოდელირება ექსელის გამოყენებით:

თემატიკა:

** ფინანსური მოდელების მიმოხილვა, ნიმუშები. ექსელის ფუნქციების გამოყენების და მოდელირების პრინციპები;
** ფინანსური მოდელების შექმნა, ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები;
** ექსელის ფინანსური, მათემატიკური, ლოგიკური, სტატისტიკური, დროის, ძებნის, ტექსტური და ფინანსური მოდელირებისთვის საჭირო სხვა ფუნქციების სინტაქსი, გამოყენების პრინციპები და შესაძლებლობები;
** ოპტიმიზაციის, სენსიტიურობის ანალიზის ინსტრუმენტები, solver, goal seek, data table, scenario manager და მათი გამოყენება ფინანსურ მოდელებში;
** მონაცემთა ინტერპოლირების და ექსტრაპოლირების საშუალებები, პროგნოზირება (moving average, exponential smoothing, regressions);
** კომპლექსური ცხრილების დამუშავება, მონაცემთა ანალიზი, pivot-tables, descriptive statistics, histograms; data models.

ტრენერი: გიორგი დათუკიშვილი

პროგრამის განრიგი:

პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე
ლექციების დაწყების დრო - 19.00 საათი (შაბათი)

მოდული N1 ფინანსური აღრიცხვა და ანალიზი:

ტრენინგის დასაწყისი: 28 მარტი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
ჩატარების დღე: სამშაბათი, შაბათი
ჩატარების დრო: 19:00-22:00; შაბათი 14:30 (საათი)

მოდული N2 მენეჯერული აღრიცხვა:

ტრენინგის დასაწყისი: 8 მაისი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
ჩატარების დღე: ორშაბათი, შაბათი
ჩატარების დრო: 19:00-22:00; შაბათი (დრო შეთანხმებით)

მოდული N3 გადასახადები
მოდული N4 ფინანსების მართვა
მოდული N5 ექსელი
მოდული N6 ფინანსური მოდელირება ექსელის გამოყენებით

პროგრამის საფასური და რეგისტრაცია:

სრული სასერტიფიკატო პროგრამის საფასური (6 მოდული) შეადგენს 2940 ლარს. სრული პროგრამის საფასურის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება.

** მოდული N1 ფინანსური აღრიცხვა და ანალიზი - 690 ლარი
** მოდული N2 მენეჯერული აღრიცხვა - 490 ლარი
** მოდული N3 გადასახადები- 490 ლარი
** მოდული N4 ფინანსების მართვა - 490 ლარი
** მოდული N5 ექსელი - 330 ლარი
** მოდული N6 ფინანსური მოდელირება ექსელის გამოყენებით - 450 ლარი

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, ტრენინგის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია
მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე