უმცროსი Front End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი Front End დეველოპერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა, მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ ენთუზიაზმით აღსავსე, მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის მაღალი დონის პროდუქტების შესაქმნელად.

ვეძებთ უმცროს Front End დეველოპერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

გამოცდილება:

** Front End დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Angular JS-ზე მუშაობის გამოცდილება.

ტექნოლოგიების ფლობა:

** JavaScript-ის (es6) კარგად ცოდნა;
** Webpack-ის კონფიგურაციის კარგად ცოდნა;
** HTML5/CSS3-ის კარგი ცოდნა;
** Bootstrap-ის კარგი ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Junior Front End Developer".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე