Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰოთ-დოგ რუმი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
კომპანია "ჰოთ-დოგ რუმი" ბაზარზე 2017 წლიდან არის წარმოდგენილი და სწრაფი კვების მიმართულებით 15-მდე ფილიალს აერთიანებს.

"ჰოთ-დოგ რუმი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების განხორციელება და პროდუქციის მოძრაობის პროგრამული ასახვა;
** გუნდის მართვა, თანამშრომლებისთვის საქმის გადანაწილება და შესრულების ხარისხის მონიტორინგი;
** პროდუქციის განლაგებისა და ვადების კონტროლი;
** აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა;
** ფილიალში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სწრაფი კვების მიმართულებით მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@hotdogroom.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "ჰოთ-დოგ რუმის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე