Робота для біженців з України
შოურუმის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის კონსულტანტი
მომწოდებელი: სკამი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
ინტერიერის დიზაინის ავეჯის ქართული კომპანია "სკამი" ეძებს მოტივირებულ, აქტიურ გუნდის წევრს კომპანიის შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ თქვენ ეძებთ სტაბილურ სამუშაო ადგილს, მზარდ ანაზღაურებას, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჩვენს შოურუმში მოსული კლიენტებისთვის სრული სერვისის შეთავაზება
** პროდუქციის გაყიდვა კლიენტებთან აქტიური კომუნიკაციის, მათი საჭიროების დადგენის და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზების გზით.
** კომპანიის პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა, მასალების, სწორი ექსპლუატაციის წესების, წარმოების ტექნოლოგიების და სხვა შესაბამისი აუცილებელი კომპონენტების ჩათვლით.
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სასურველია საცალო გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** ავეჯის ან ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** გაყიდვების, კომუნიკაციის და პრეზენტაციის განვითარებული უნარების ქონა

სამუშო ადგილი - თბილისი, ცაცხვების 1-ლი შესახვევი N3.
სამუშაო დრო - 12:00-დან 19:00-მდე.
ფიქსირებული ხელფასი - 1200+ -დან 1500+ ლარამდე-მდე. დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. + ბონუსი - გაყიდვების გეგმის შესრულების შემთხვევაში.

დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: jobs@skami.com.ge პოზიციის დასახელება: "შოურუმის კონსულტანტი" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე