Робота для біженців з України
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
მომწოდებელი: FINA
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
კომპანია "FINA" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

კომპანია FINA ერთ-ერთი წამყვანი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბიზნესის მართვის და აღრიცხვის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას. კომპანია FINA 2011 წლიდან სთავაზობს მომხმარებლებს ეფექტურ პროგრამულ პროდუქტებს და მომხმარებლებს ბიზნესის მართვაში ეხმარება. ამჟამად კომპანია FINA ემსახურება 5000-ზე მეტ ორგანიზაციას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: http://www.FINA.ge

პოზიციის მიზანი:

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტ გეგმების შედგენა, ტესტირება და რეპორტინგი.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური დავალებების ანალიზი
** ტესტ ქეისების და გეგმის შედგენა
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება
** შესწორებების მონიტორინგი
** შედეგების რეპორტინგი

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აიტი მიმართულებით
** ტესტირების მეთოდოლოგიის ცოდნა
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის დამუშავება
** სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე (CV) თანდართული ფოტოთი ელ. ფოსტაზე: contact@fina.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "Tester".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე