საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი - სადოქტორო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი - სადოქტორო
მომწოდებელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / განახლდა: 12 ნოე / ბოლო ვადა: 1 დეკ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების პოზიციაზე:

1. სამართლის ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;
2. ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;
3. საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი მიმართულების დოქტორის აკადემიური ხარისხი;
** საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება;
** დარქში ექსპერტული და პრაქტიკული არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** შესაბამის მიმართულებაში/დარგში ბოლო 5 წელს გამოქვეყნებული ნაშრომების სია და ინფორმაცია საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის შესახებ;
** სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიცია შეუძლია დაიკავოს უცხოეთში მიღებული სამაგისტრო ხარისხის მქონე პირმა რომელსაც ექნება დარგში ექსპერტული და პრაქტიკული 3 წლიანი გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, კურიკულუმის, სილაბუსისა და პროგრამებთან დაკავშირებული (საქართველოს ან/და ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტები) საკანონმდებლო რეგულაციების ცოდნა;
** ორგანიზაციული მართვის უნარი;
** სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობების უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
** თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება უცხოეთში მიღებული განათლების მქონე პირს ან/და უცხოეთის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილების მქონე პირს.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი სრული;
** სამუშაო საათების რაოდენობა 40 სთ;
** პირველი ეტაპი: საკონკურსო განაცხადების გადარჩევა.
** მეორე ეტაპი: გასაუბრება
** მესამე ეტაპი: პროგრამის კონცეფციის წარდგენა

7 დეკემბრამდე გასაუბრების დასრულება.
10-15 დეკემბრამდე საჯარო პრეზენტაცია ან ონლაინ პრეზენტაცია უცხოეთის მოქალაქეების შემთხვევაში.
15-25 დეკემბრამდე პროგრამის კონცეფციის წარდგენა.

კონკურის ვადა:

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2018 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge

მადლობთ, რომ დაინტერესდით ვაკანსიით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე