.Net დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: .Net დეველოპერი
მომწოდებელი: სან პეტროლიუმ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 14 ნოე / განახლდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 19 ნოე
"გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - "სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას .Net დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი - ნახევარი განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

** მოწოდებული ბიზნეს და ტექნიკური ამოცანის შესაბამისად პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა.
** შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება დაპროგრამებაში

დაპროგრამების ენები და ტექნოლოგიები:

** C# და .Net (ASP.NET MVC, ASP.NET Web API, Entity Framework)
** JavaScript (jQuery, Bootsrap, TypeScript და Angular ჩაითვლება პლიუსად)
** HTML (HTML5), CSS (CSS3)
** მონაცემთა ბაზა: MS SQL, T-SQL (დამატებით MySQL ჩაითვლება პლიუსად)
** ვებ სერვერი: IIS
** ვერსიების კონტროლის სისტემა: TFS
** დეველოპმენტის პრინციპების და პატერნების ცოდნა ჩაითვლება პლიუსად:
** SOLID Principles
** Domain-driven design (DDD)
** Command/Query responsibility segregation (CQRS)

ჩვენ გთავაზობთ:

** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო ამოცანებს;
** პირადი განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: developer@gulf-ge.com 2017 წლის 19 ნოემბრამდე. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Developer.

შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

** ეთანხმებით, რომ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
** ანიჭებთ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.
** * გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** ** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიაში" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე