ტენდერი საქველმოქმედო ყუთების განთავსებასთან დაკავშირებით
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი საქველმოქმედო ყუთების განთავსებასთან დაკავშირებით
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 11 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
თანდართული ფაილი: 158297-carrefour.zip
შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" აცხადებს ტენდერს საქველმოქმედო ყუთების განთავსებასთან დაკავშირებით "კარფურის" მაღაზიათა ქსელში.

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ეკსლუზიური მფლობელი " Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ლიდერი ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში. "კარფური" ქართულ ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით თბილისი მოლში, ხოლო დღეისათვის საქართველოში უკვე კარფურის 2 ჰიპერმარკეტი და 9 სუპერმარკეტია წარმოდგენილი.

მოთხოვნები:

** პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მოღვაწეობის მინიმუმ 3 წლიანი ისტორია.
** ფონდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება უნდა ხდებოდეს მაღალკვალიფიციური აუდიტორული კომპანიის მიერ.
** ინკასაცია უნდა ხდებოდეს ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ.
** პრეტენდენტი პირდაპირ ან ირიბად არ უნდა ასოცირდებოდეს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან.
** ფონდის საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე.

პრეტენდენტის მიერ დალუქულ მდგომარეობაში წარმოდგენილი უნდა იყოს:

** პრეტენდენტის შეთავაზება
** ინფორმაცია ფონდის ისტორიასა და საქმიანობის შესახებ
** შევსებული აპლიკაციის ფორმა (გთხოვთ იხ. დანართი)
** საქველმოქმედო ყუთების დიზაინი და ზომები
** იმ კომპანიების ჩამონათვალი სადაც უკვე განთავსებულია პრეტენდენტის საქველმოქმედო ყუთები.

შენიშვნა:

მოწოდებული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია არის კონფიდენციალური და ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან პრეტენდენტის უფლება მოსილი პირის მიერ უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით.

პრეტენდენტის ვალდებულებები:

"მიმწოდებელი" ვალდებულია:

** უზრუნველყოს წარმომადგენლის გამოყოფა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ყუთების განთავსებისა და დაცლის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში, "დამკვეთს" გაუწევს შესაბამის კონსულტაციას.
** მიაწოდოს "დამკვეთს" სათანადო რაოდენობის ყუთები, დიზაინის და ზომების დამკვეთთან შეთანხმების შემდეგ.

საქველმოქმედო ყუთების მიღება-ჩაბარების წესი:

საქველმოქმედო ყუთების მიღება-ჩაბარება განხორციელდება დამკვეთისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მოთხოვნილ ვადაში, მათივე მოთხოვნილ მისამართზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით (დამკვეთის მხრიდან მიღება ჩაბარების აქტებზე ხელმოწერას და ყუთების მიღების დადასტურებას განახორციელებენ "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" უფლებამოსილი წარმომადგენლები).

დამატებითი ინფორმაცია:

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია კომპანიის სათავო ოფისში მიმართვის შემთხვევაში: ქ. თბილისი, ნავთლუღის 8. (ისანი მოლი), მე-2 სართული).

დალუქული სატენდერო დოკუმენტაცია გამოგზავნილი უნდა იყოს კომპანიის სათავო ოფისის მისამართზე არა უგვიანეს 2017 წლის 30 ნოემბრისა.

საკონტაქტო პირი - ნინო რამიშვილი
ელ.ფოსტა: nramishvili@mafcarrefour.com

გამარჯვებულ კანდიდატს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გაეგზავნება ტენდერში გამარჯვების შესახებ ინფორმაცია, რომლის შემდეგაც მხარეებს შორის გაფორმდება ხელშეკრულება.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე