Робота для біженців з України
ტენდერი ბავშვთა მიმართ ძალად. შესახებ ტრენინგის ჩატარებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ბავშვთა მიმართ ძალად. შესახებ ტრენინგის ჩატარებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
თანდართული ფაილი: 657799_violence_against_children___TOR_8832906.zip
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ ტრენინგის ჩატარებაზე

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, ჯვრის სათემო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" ფარგლებში, ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ ტრენინგის ჩატარების მიზნით იწვევს ფიზიკურ/იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტი - "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.

მომსახურების მიზანი:

პროექტის "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" ფარგლებში, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხების შესახებ ტრენინგის ჩატარება ბავშვთა დაცვის სპეციალისტებისთვის.

ხუთ დღიანი ტრენინგი უნდა ჩატარდეს 2 ტრენერის მიერ ქ. ჯვარში, "ჯვარის სათემო განათლების ცენტრში" (პირისპირი ფორმატით);

ტრენერების ძირითადი მოვალეობები:

** საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისთვის ექსპერტთა მიერ მომზადებული პროგრამის, "ბავშვთა დაცვის საკითხებისა და მათზე რეაგირების გზების სწავლება ბავშვებისა და მოზარდებისთვის" (2022) მიხედვით 5 დღიანი ტრენინგის დეტალური დღის წესრიგის შემუშავება, პრე და პოსტ-ტესტების შედგენა;
** ტრენინგის ჩატარება ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
** ტრენინგის მონაწილეთა დახმარება იმავე ტრენინგის დაგეგმვაში, რომელიც ჩატარდება პროექტის ბენეფიციარებთან;
** მონაწილეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა პრაქტიკული სავარჯიშოების, დისკუსიების, შემთხვევების განხილვისა და როლური სავარჯიშოების გზით;
** მოკლე ანგარიშის წარდგენა ჩატარებული აქტივობებისა და რეკომენდაციების შესახებ;
** პრე და პოსტ ტესტების ჩატარება და შედეგების ანალიზი.
** სრული ინფორმაცია ტენდერის შესახებ იხილეთ თანდართულ "ტექნიკური პირობებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესახებ (Terms of Reference)" დოკუმენტში (დოკუმენტი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე გვერდიდან).

სავალდებულო მოთხოვნები:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** მოკლე ტექნიკური წინადადება (ინფორმაცია მსგავსი ტრენინგის ჩატარების გამოცდილების შესახებ და ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია);
** CV;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** შესავსები უწყისი - ხარჯთაღრიცხვა.

ინდივიდუალური/მცირე მეწარმის სტატუსის არსებობის შემთხვევაში:

** სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
** მცირე ბიზენსის სტატუსის სერტიფიკატი შემოსავლების სამსახურიდან.

ფასის განაცხადი: მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით: ხუთდღიანი პირისპირ ტრენინგის ჩატარებისა და ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 17 აგვისტო.

საკონკურსო განაცხადის დეტალების შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 591 15 89 71 - მანანა ომარაშვილი (პროექტის მენეჯერი).

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge.

გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ტრენინგი ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე