« ყველა ვაკანსია
 

SOS ბავშვთა სოფელი

 
SOS ბავშვთა სოფელი


ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Childrens Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
სოციალური მუშაკი - ზუგდიდი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში რეგიონალური განცხადებები SOS ბავშვთა სოფელი SOS ბავშვთა სოფელი 17 ივნისი 30 ივნისი
პროექტის ბუღალტერი - ზუგდიდი რეგიონალური განცხადებები SOS ბავშვთა სოფელი SOS ბავშვთა სოფელი 14 ივნისი 24 ივნისი
ტენდერი ღონისძიების ჩატარებაზე, მონაწილეთა დაბინავებაზე ვადა გასდის 2 დღეში SOS ბავშვთა სოფელი SOS ბავშვთა სოფელი 10 ივნისი 20 ივნისი
გადაიტანე Facebook-ზე