დასახელება:
ტენდერი ფინანსური აუდიტის მომსახურების შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
თანდართული ფაილი:
503695_attachment_6706141.zip
|
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს კონკურსს ფინანსური აუდიტის მომსახურებაზე.
აუდიტორული მომსახურება: ასოციაციის "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" პროგრამებისა და პროექტების ფინანსური აუდიტი (პერიოდი: 2025 წლის 1 იანვარი - 2027 წლის 31 დეკემბერი)
სავალდებულო მოთხოვნები:
კონკურსში მონაწილე კომპანიებმა ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:
** აუდიტორული საქმიანობის დამადასტურებელი ლიცენზიის ნომერი, რომლის გადამოწმება შესაძლებელია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებ გვერდზე.
** კომპანიას უნდა ჰქონდეს გავლილი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხარისხის კონტროლის მონიტორინგი და მისი რეიტინგი უნდა იყოს მინიმუმ 1-3-მდე.
** კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, გამოცდილების დეტალური აღწერა განსაკუთრებით არაკომერციულ, საერთაშორისო ორგანიზაციებში ფინანსური აუდიტის კუთხით;
** აუდიტორული შემოწმების მეთოდოლოგიის აღწერა;
** აუდიტის პროცესში მონაწილე თანამშრომელთა სია, მათი გამოცდილება და კვალიფიკაციები (CV);
** მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდატორის საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით) იმ არაკომერციულ, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩაგიტარებიათ ფინანსური აუდიტი.
** რეკვიზიტები - კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საკონტაქტო პირი.
** წარმოდგენილი ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და მოიცავდეს მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
აუდიტორული მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
** მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტების, აუდიტორის ეთიკის კოდექსის მოთხოვნების, დებულებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად.
** არაკომერციული ორგანიზაციების აუდიტის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
** აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს აუდიტორული ანგარიშისა და დასკვნის ინგლისურ და ქართულ ენებზე წარმოდგენა.
უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის წევრ კომპანიებს.
მომსახურების გაწევის ვადები: 1 იანვარი - 31 მარტი, 2026 წელი (შენიშვნა: მომსახურების გაწევის ვადები შესაძლოა დაზუსტდეს ხელშეკრულების გაფორმებისას).
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: contact@sos-kd.ge და სათაურად მიუთითეთ: "ფინანსური აუდიტი-ორგანიზაციული".
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 3 ოქტომბერი, 12:00 საათი.
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ ტელ: +995 32 2 204 283 ext.110 (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან - 17:00 საათამდე).
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ პირს/ორგანიზაციას, რომელიც დააკმაყოფილებს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.sos-childrensvillages.ge/en/reports
|
|
|
|