დასახელება:
ტენდერი ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად
|
მომწოდებელი:
Helvetas
|
გამოქვეყნდა: 25 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
თანდართული ფაილი:
622824_Attachment_5246914.zip
|
HELVETAS Swiss Intercooperation-ის პროექტი "ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება (LED) საქართველოში" აცხადებს ტენდერს ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად.
სამუშაო დავალება: შპს "ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრისთვის" ვიზუალური იდენტობის შესაბამისად ვებ-გვერდის დამზადება
ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობა?
ფიზიკურ პირს;
იურიდიულ პირს;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ვებ-დეველოპმენტის / ვებ-დიაზინის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
** გამოცდილების აღწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემსრულებლის ან სამუშაო ჯგუფის წევრების რეზიუმეებს და პორტფოლიოს (კანდიდატის მიერ დამზადებული მინიმუმ 5 ვებ-გვერდის ნიმუში);
** ბიუჯეტი და სამუშაოს განხორციელების ვადები (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს გარეშე).
გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: procurement.geo@helvetas.org გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ: ვებგევრდის დიზაინი და დეველოპმენტი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 17 აპრილი, 2025.
|
|
|
|