Робота для біженців з України
ფრონტ ოფისის მენეჯერი - ნაფარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ლოპოტა რეზორტი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"Lopota Lake Resort & Spa", შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და ოთხი სეზონის განმავლობაში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს სტუმრებს.

რეზორტი 2008 წელს დაარსდა და დღეისათვის უნიკალურ და შეუდარებელ მიკროსამყაროდ იქცა - პრემიუმ ხარისხის სერვისით, ბუნებასთან შერწყმული შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურით, მრავალფეროვანი აქტივობებით და სივრცეებით.

"Lopota Lake Resort & Spa" -ს აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე.
ადგილმდებარეობა: სოფ. ნაფარეული

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ტურიზმის, სასტუმროს მართვის ან მსგავს სფეროში
** 2 წლიანი გამოცდილება სტუმრების მომსახურების სფეროში, ფრონტ დესკზე ან შესაბამის დეპარტამენტში ან უმაღლესი განათლება.
** 4 წლიანი გამოცდილება სტუმრების მომსახურების სფეროში ფრონტ დესკზე ან შესაბამის დეპარტამენტში
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი კომუნიკაცია
** MS Office-ის და სასტუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ცოდნა (OPERA)

მოვალეობები:

სტუმრის განსაკუთრებული მომსახურების უზრუნველყოფა:

** უზრუნველყოფს მომსახურებას, რომელიც აღემატება მომხმარებლის მოლოდინს და ქმნის პოზიტიურ ატმოსფეროს სტუმრებთან ურთიერთობისთვის.
** აძლევს თანამშრომლებს შესაბამის ცოდნასა და უფლებამოსილებას, უზრუნველყონ სტუმრის შესანიშნავი მომსახურება.
** განიხილავს სტუმრის კომენტარებს, სტუმრების კმაყოფილების შედეგებს და სხვა მონაცემებს გასაუმჯობესებელი სფეროების დასადგენად.
** სწრაფად, ეფექტურად და თავაზიანად წყვეტს სტუმრების პრობლემებს და საჩივრებს
** აქვს კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი და გამოცდილება

გუნდის ლიდერობა:

** იყენებს ინტერპერსონალურ და კომუნიკაციის უნარებს გუნდის ხელმძღვანელობის, წახალისების მიზნით; მხარს უჭერს ჯანსაღ ფინანსურ/საქმიან გადაწყვეტილებებს; ავლენს პატიოსნებას/კეთილსინდისიერებას; პირად მაგალითს აჩვენებს გუნდს.
** ზედამხედველობს და მართავს თანამშრომლებს. ყოველდღიურ საოპერაციო საკითხებს. საკმარისად კარგად ესმის ფრონტ ოფისის დეპარტამენტის ყველა პოზიცია, და აქვს შესაძლებლობა შეასრულოს მათი მოვალეობები თანამშრომლების არყოფნისას.
** ამყარებს და ინარჩუნებს ღია, თანამშრომლობით ურთიერთობებს გუნდის წევრებთან და უზრუნველყოფს, რომ თანამშრომლებიც იგივეს აკეთებენ გუნდში.
** უზრუნველყოფს თანამშრომლების მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას
** სწორად კომუნიცირებს, მის დეპარტამენტში თითოეული პოზიციის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად და აკონტროლებს თანამშრომელთა პროგრესს.
** აღნიშნავს წარმატებებს და საჯაროდ აღიარებს გუნდის წევრების წვლილს.
** განსაზღვრავს გუნდის წევრების განვითარების საჭიროებებს და ასწავლის, ან/და ეხმარება მათ ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში.
** ხელმძღვანელობასა და მიმართულებას აძლევს დაქვემდებარებაში მყოფთ, მათ შორის აწესებს შესრულების სტანდარტების და ახორციელებს შესრულების მონიტორინგს.
** ადგენს რთულ, რეალისტურ და მიღწევად მიზნებს, რათა წარმართოს დეპარტამენტის თუ ინდივიდის სწორი, წარმატებული პერფორმანსი.
** მონაწილეობს ფრონტ ოფისის პერსონალის შერჩევაში

ფრონტ ოფისის მიზნები:

** შეიმუშავებს მიზნებსა და გეგმებს სამუშაოს ორგანიზებისა და შესრულებისთვის.
** აღწევს და აჭარბებს დასახულ მიზნებს,
** მართავს ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებს, უზრუნველყოფს ხარისხის, სტანდარტებისა და მომხმარებლის მოლოდინების ყოველდღიურად დაკმაყოფილებას.
** მუდმივად აწვდის მის დაქვემდებარებაში მყოფთ მკაფიო და თანმიმდევრულ გზავნილს ფრონტ ოფისის მიზნებთან დაკავშირებით, სასურველი შედეგების მისაღებად.
** აკონტროლებს პერსონალის საჭირო რაოდენობას, რათა უზრუნველყოს სტუმრების მომსახურების მოთხოვნები, საოპერაციო საჭიროებები და ფინანსური მიზნების შესრულება შესაბამის დონეზე.
** მართავს დეპარტამენტის კონტროლირებად ხარჯებს ბიუჯეტის დასახული მიზნების მისაღწევად და ასევე გეგმავს საჭირო ქმედებებს (მისი კომპეტენციის ფარგლებში) შემოსავლების გასაზრდელად.
** ამოწმებს და პასუხისმგებელია გუნდის ფინანსურ ერუდიციაზე და მათ პერფორმანსზე.

დამატებითი პასუხისმგებლობები:

** უზრუნველყოფს ფრონტ ოფისის ყველა პოლიტიკის, სტანდარტისა და პროცედურების დაცვას.
** უზრუნველყოფს რეზორტის პოლიტიკისა თუ სტანდარტის სამართლიანად და თანმიმდევრულად ადმინისტრირებას, დისციპლინური პროცედურების შექმნას /აღსრულებაში მოყვანას
** ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის სასტუმროს სხვა დეპარტამენტებს დატვირთულობისა და სტუმრების მოთხოვნების შესახებ
** აანალიზებს ინფორმაციას და აფასებს შედეგებს საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@lopotaresort.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე