« ყველა ვაკანსია
 

ლოპოტა სპა რეზორტი

 
ლოპოტა სპა რეზორტი
კავკასიის მთებით გარშემორტყმული ლოპოტას ხეობა იდეალური ადგილია მათთვის, ვინც კომფორტულ დასვენებასა და თავგადასავლებს ეძებს. თბილისიდან ორი საათის გზაზე, კახეთის ისტორიულ რეგიონში მდებარე "ლოპოტა სპა რეზორტზე" 186 ოთახი, რამოდენიმე რესტორანი, ბარები, ბუნგალოები, საკონფერენციო დარბაზები და საცურაო აუზებია განთავსებული. სასტუმროს დამსვენებლებს გართობის მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ. მათ ეძლევათ საშუალება, იჯირითონ ცხენებზე, გაისეირნონ წყლისა და ხმელეთის ველოსიპედებით, ითევზაონ, დააგემოვნონ და მონაწილეობა მიიღონ კახური, ტრადიციული ღვინის დაწურვაში, ჩურჩხელების ამოვლებასა და ჭაჭის გამოხდაში.

"ლოპოტა სპა რეზორტი" ასევე იდეალური სამუშაო ადგილია მათთვის, ვისაც აინტერესებს სასტუმრო კარიერა. ჩვენ თანამშრომლებს ვთავაზობთ დინამიურ გარემოს, პროფესიული ზრდისა და განვითარების უამრავ შესაძლებლობას, საუკეთესო გუნდს და მომხიბვლელ საკომპენსაციო პაკეტს. თანამშრომლები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლით, კვებით, ტრანსპორებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით.
 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
მიმტანი - ნაფარეული რეგიონალური განცხადებები ლოპოტა სპა რეზორტი ლოპოტა სპა რეზორტი 15 აპრილი 01 მაისი
გადაიტანე Facebook-ზე