|
"მშვიდობის კორპუსი" ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის ინიციატივით დაფუძნდა. "მშვიდობის კორპუსი" საქართველოში 2001 წელს შემოვიდა. მას შემდეგ, საქართველოში 300-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა. კვალიფიციური ადამიანური რესურსების გამოყენების გზით, "მშვიდობის კორპუსი" ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, აგრეთვე საქართველოსა და ამერიკას შორის მეგობრობის გაღრმავებას უწყობს ხელს. 1961 წლიდან დღემდე, "მშვიდობის კორპუსის" 200,000-მა მოხალისემ მსოფლიოს 139 ქვეყანაში იმსახურა. დღეს "მშვიდობის კორპუსში" 7,671 მოხალისე აფრიკის, კარიბის აუზის, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის, აგრეთვე ევროპისა და აზიის 76 ქვეყანაში მსახურობს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.peacecorps.gov
|