Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

მშვიდობის კორპუსი

 
მშვიდობის კორპუსი

"მშვიდობის კორპუსი" ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის ინიციატივით დაფუძნდა. "მშვიდობის კორპუსი" საქართველოში 2001 წელს შემოვიდა. მას შემდეგ, საქართველოში 300-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა. კვალიფიციური ადამიანური რესურსების გამოყენების გზით, "მშვიდობის კორპუსი" ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, აგრეთვე საქართველოსა და ამერიკას შორის მეგობრობის გაღრმავებას უწყობს ხელს.

1961 წლიდან დღემდე, "მშვიდობის კორპუსის" 200,000-მა მოხალისემ მსოფლიოს 139 ქვეყანაში იმსახურა. დღეს "მშვიდობის კორპუსში" 7,671 მოხალისე აფრიკის, კარიბის აუზის, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის, აგრეთვე ევროპისა და აზიის 76 ქვეყანაში მსახურობს.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.peacecorps.gov

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
მძღოლი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში მშვიდობის კორპუსი მშვიდობის კორპუსი 18 მარტი 24 მარტი
გადაიტანე Facebook-ზე