Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

"ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" 1994 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. 90-იანი წლებისათვის  "GIPA" იყო ერთ-ერთი პირველი დასავლური ინოვაციური პროექტი, რომელიც ერთი სამაგისტრო პროგრამით დაიწყო. 

ორ  ათეულ წელზე მეტია, ინტერაქციული სასწავლო პროგრამების, ტრენინგებისა და კონსულტაციების საშუალებით, უნივერსიტეტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საჯარო მმართველობის სფეროს განვითარებაზე, როგორც სახელმწიფო, ასევე რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. ამასთან ერთად, უნივერსიტეტს დიდი წვლილი მიუძღვის  დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბებაში. 

დღეს, "ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" ოთხი სკოლა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, სხვადასხვა ტრენინგ კურსებსა და კონსულტაციებს. უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს არაერთ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტთან.

საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგ კურსების პარალელურად, GIPA წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს, მართავს პირველ ინგლისურენოვან  სტუდენტურ რადიოს საქართველოში, რომელიც  მაუწყებლობს სიხშირეზე FM 94.3 (RADIO GIPA), აგრეთვე, პერიოდულად მასპინძლობს შეხვედრებს და მართავს დებატებს აქტუალურ საკითხებზე კლუბში „ფრონტლაინ ჯორჯია“.

 
გადაიტანე Facebook-ზე