თავისუფალი უნივერსიტეტი
![]() |
თავისუფალი უნივერსიტეტი შეიქმნა 2007 წელს, საქართველოს ორი წამყვანი კერძო უმაღლესი სასწავლებლის - ESM-თბილისისა და თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად. ამჟამად, თავისუფალ უნივერსიტეტში არის შემდეგი სკოლები: ბიზნესის სკოლა (ESM), აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი/საერთაშორისო ურთიერთობები, სამართლის სკოლა, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა (MACS), ფიზიკის სკოლა, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა, ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა. თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული უმაღლესი სასწავლებელია - ყოველწლიურად ყველაზე მაღალი საშუალო გამსვლელი ქულით და ყველაზე მაღალი კონკურსით. თავისუფალი უნივერსიტეტი, გარდა საბაკალავრო სწავლებისა, დაინტერესებულ პირებს და კომპანიებს სთავაზობს სამაგისტრო და პროფესიული განვითარების პროგრამებს. თავისუფალ უნივერსიტეტს ბაზალეთის ტბასთან აქვს თანამედროვე სასწავლო ცენტრი, რომელშიც ტარდება საერთაშორისო საზაფხულო და ზამთრის სკოლები, სხვადასხვა ტიპის ტრეინინგები, სემინარები, კონფერენციები. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.freeuni.edu.ge |
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით