Робота для біженців з України
კონკ. მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისის მისაღებად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკ. მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისის მისაღებად
მომწოდებელი: მშვიდობის კორპუსი
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 756758_RequestForVolunteerForm_PCR_FY27_7611332.zip
"მშვიდობის კორპუსი საქართველოში" აცხადებს კონკურსს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, საჯარო, საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, სსიპ-ებისთვისა და პროფესიული ასოციაციებისთვის მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისის მისაღებად 10 თვის ვადით სპეციალიზებული/მიზნობრივი პროექტების/პრიორიტეტების ფარგლებში სათანამშრომლოდ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო, საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს, სსიპ-ებს, პროფესიულ ასოციაციებს შემდეგი რეგიონებიდან:

** თბილისი
** კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
** მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდა და სტეფანწმინდის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა)
** შიდა ქართლი
** ქვემო ქართლი
** სამცხე ჯავახეთი
** აჭარა
** გურია
** იმერეთი
** სამეგრელო
** რაჭა-ლეჩხუმი
** სვანეთი

კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ ორგანიზაციებს/საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული-სასაზღვრო ზოლიდან ხუთკილომეტრიან მონაკვეთში მდებარეობენ.

მიმღები ორგანიზაციების შერჩევის პროცესი 2026 წლის ოქტომბრიდან 2027 წლის აგვისტომდე გაგრძელდება. შერჩეულ მიმღებ ორგანიზაციებს/საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ, ითანამშრომლონ ამერიკელ მოხალისესთან 2027 წლის ოქტომბრიდან 2028 წლის ივლისის ჩათვლით, 10 თვის განმავლობაში (ვადის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით). გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის გზამკვლევსა და განაცხადის ფორმებს ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

გზამკვლევში ნახავთ დაწვრილებით ინფორმაციას მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამისა და შერჩევის პროცესის შესახებ.

თუ თქვენ, ან თქვენი პარტნიორი ორგანიზაცია/საგანმანათლებლო დაწესებულება დაინტერესებულია ამერიკელ მოხალისესთან თანამშრომლობით 10 თვის ვადით:

** გაეცანით გზამკვლევსა და განაცხადის ფორმებს.
** მონაწილეობა მიიღეთ "ღია კარის" ონლაინ შეხვედრაში (ინფორმაცია რეგისტრაციაზე იხილეთ გზამკვლევში).
** სრულყოფილად შეავსეთ მოხალისის მოსაწვევი განაცხადის ფორმა (ინგლისურ ენაზე).
** შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ მისამართზე GE-ResponseProgram@peacecorps.gov

განაცხადის ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელს, ქეთევან ტატიკიანს შემდეგ მისამართზე: GE-ResponseProgram@peacecorps.gov
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე