სკოლა "ახალი თაობის" ამერიკული პროგრამა აცხადებს ვაკანსიას ტუტორის პოზიციაზე.
ტუტორი უზრუნველყოფს ინგლისურენოვან ამერიკულ პროგრამაში ჩართული მოსწავლეების აკადემიურ მხარდაჭერას - მუშაობს ინდივიდუალურად და მცირე ჯგუფებთან, როგორც გაკვეთილის ფარგლებში, ისე მის გარეთ, საგნის მასწავლებლებთან მჭიდრო კოორდინაციით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:
** უმაღლესი განათლება განათლების, ინგლისური ფილოლოგიის ან შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით (შესაძლებელია განიხილებოდეს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** ინგლისური ენის ფლობა მოსწავლეებთან ინგლისურ ენაზე მუშაობისთვის საკმარის დონეზე (მინიმუმ B2)
** სასკოლო ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება სწავლების, რეპეტიტორობის, მენტორობის ან ბანაკის ფორმატში ჩაითვლება უპირატესობად
** მასწავლებლის მომზადების პროგრამის სერტიფიკატი ან კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სტატუსი ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** მოსწავლეთა ინდივიდუალური და მცირე ჯგუფური აკადემიური მხარდაჭერა ინგლისურენოვან საგნებში
** პროგრამაში ახლად ჩართული ან ინგლისური ენის განვითარების ეტაპზე მყოფი მოსწავლეების მხარდაჭერა
** მოსწავლეთა მეთვალყურეობა და მხარდაჭერა დამოუკიდებელი მუშაობის, საშინაო დავალებისა და კონსულტაციის საათებზე
** მიმაგრებული მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგი და გაწეული მხარდაჭერის აღრიცხვა
** საგნის მასწავლებლებთან, მშობლებთან და ადმინისტრაციასთან რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეთა პროგრესისა და საჭიროებების შესახებ
** ინდივიდუალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერა სპეციალურ მასწავლებელთან თანამშრომლობით
** პროფესიულ განვითარებასა და სკოლის აქტივობებში მონაწილეობა
საჭირო კომპეტენციები:
** სასწავლო მასალის ინგლისურ ენაზე გასაგებად ახსნის უნარი მოსწავლის დონის შესაბამისად
** მოსწავლის სირთულის ნამდვილი მიზეზის იდენტიფიცირებისა და მიდგომის შესაბამისად ადაპტირების უნარი
** მოთმინება და ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფთან მუშაობის უნარი
** ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და ინგლისურენოვანი პროგრამის მოთხოვნების ცოდნა (უპირატესობა)
** ციფრული წიგნიერება: სკოლის მართვის ელექტრონული სისტემების, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და საოფისე პროგრამების ფლობა
** გუნდურად მუშაობისა და წამყვანი მასწავლებლის სასწავლო გეგმის მიყოლის უნარი
პიროვნული თვისებები:
** კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს ბავშვებისა და მოზარდებისადმი კეთილგანწყობილი და ემპათიური დამოკიდებულებით, ემოციური მდგრადობითა და ტაქტით
** აუცილებელია მაღალი პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის კულტურა
** სასურველია ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და მუდმივი პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
** მოსწავლის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურად და პასუხისმგებლობით მართვა
სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია
** პირადობის მოწმობის ასლი
** ავტობიოგრაფია / CV (სასურველია ინგლისურად)
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ატესტატი, დიპლომი)
** ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით
** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
** ცნობა ნასამართლეობის შესახებ
** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ
** ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ
შერჩევის პროცესი
შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე და მოსწავლესთან მოკლე პრაქტიკული დავალების ან სამოდელო სასწავლო სიტუაციის შესასრულებლად.
ჩვენ გთავაზობთ:
** ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატთან შეთანხმებით
** სასიამოვნო, გუნდური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები
** ეკოლოგიურად სუფთა გარემო, კარგად აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები
** პოზიტიური სასკოლო კულტურა, ორიენტირებული მოსწავლეთა სწავლასა და კეთილდღეობაზე
განაცხადის გაგზავნა
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ebakaradze@newge.edu.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "ტუტორი".
სკოლა "ახალი თაობა" - ამერიკული განათლების ახალი სტანდარტი საქართველოში. თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნებისათვის. სკოლაში დასაქმებასა და შერჩევის პროცესში სრულად გამოირიცხება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
|