Робота для біженців з України
ლოჯისტიკის სპეციალისტი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტრანს ალიანს ფოთი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია შპს "ტრანს ალიანს ფოთი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების ორგანიზება და კოორდინაცია;
** CMR-ისა და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტების მომზადება, შევსება და გაფორმება;
** სატრანსპორტო დოკუმენტაციის მართვა და არქივირება;
** გადაზიდვებთან დაკავშირებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა;
** მონაცემების აღრიცხვა და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ლოჯისტიკის ან სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** CMR-ისა და საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** გუნდში მუშაობისა და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სრულ განაკვეთზე დასაქმებას.

სამუშაო ადგილი: ფოთი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: cv@trans-alliance.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "ლოჯისტიკის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე