|
დასახელება:
ტენდერი სათამაშო მოედნის მოწყობის სამუშაოებზე
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივნისი
|
|
თანდართული ფაილი:
728405_SOS_7577191.zip
|
ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია აცხადებს ტენდერს
6 დან 10 წლამდე ბავშვებისათვის სათამაშო მოედნის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე
ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს, 6 დან 10 წლამდე ბავშვებისათვის სათამაშო მოედნის მოწყობის მომსახურების უზრუნველსაყოფად.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
2. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
3. მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
4. ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) შესაბამისი რეკომენდაციით;
თანხის გადახდის პირობები: მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 01 ივლისიდან 01 აგვისტომდე ბავშვთა სოფელი ქუთაისის (ჰერმან გმაინერის #4) ტერიტორიაზე 6-10 წლამდე ბავშვებისათვის სათამაშო მოედნის მოსაწყობად შემდეგი სამუშაოების ჩატარება;
1. ბავშვთა სათამაშო მოედნის ზედაპირის მოსწორება - 200-მ2
2. არსებული სათამაშოების (აიწონა-დაიწონა, სასრიალო) დემონტაჟი
3. ახალი სათამაშოების მოწყობა (აიწონა-დაიწონა, სასრიალო)
4. დარჩენილი სათამაშოების დამუშავება შესაღებად და შეღებვა გარე სივრცისთვის გათვალისწინებული სერთიფიცირებული საღებავით
5. არსებულ საქანელაზე სკამების შეცვლა პლასტმასის სკამებით.
6. სათამაშოების ირგვლივ 10 სმ-იანი ბეტონის დაგება (ღორღით მოსწორება, ბეტონის დაგება ტემპერატურული ღარების მოწყობა)
7. ბეტონის საფარზე კაუჩუკის ფილების დაგება - დაწეპება
8. სათამაშოებს შორის დარჩენილი ადგილების მოსწორება ყვითელი ქვიშით
9. სამშენებლო ნარჩენების გატანა
მომსახურების გაწევის პერიოდი: 2026 წლის 01 ივლისიდან 01 აგვისტომდე.
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის #4
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ: " სათამაშო მოედნის მოწყობა" ეს
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 18 ივნისი 12:00 საათი
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის #4
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge.
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
|
|
|
|