Робота для біженців з України
მონაცემთა ბაზის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ბაზის ოპერატორი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ოპერატორის (1C პროგრამაში) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქალაქო სასამართლოს უკან, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის N6 (დიღომი)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; I ცვლა - 08:00-16:00; II ცვლა - 16:00-00:00
ანაზღაურება: ანაზღაურებადი სტაჟირება (მაქსიმუმ 1 თვე); სტაჟირების შემდეგ 900-1100 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება;
** დოკუმენტების გაფორმება (რეალიზაცია, გადაადგილება).

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** Microsoft Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** სააღრიცხვო პროგრამა 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს "გაგზავნა" კომპანიის ვებგვერდზე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე