« ყველა ვაკანსია
 

შარმ ტრეიდინგი

 
შარმ ტრეიდინგი
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. კომპანია დაარსდა 1998 წელს. მცირე რესურსების მიუხედავად ახალგაზრდა და მონდომებულმა გუნდმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. კომპანიის საქმიანობა, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქს მოიცავდა, ძალიან მალე რეგიონალური მასშტაბის ქსელად იქცა და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. პარტნიორთა უდიდესი ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, "შარმ ტრეიდინგი" გახდა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოსა და სომხეთში. დღეს კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: Rexona, Axe, Dove, Clear, Sunsilk, Domestos, Lipton, Calve, Algida, Kalina, Persil, Perwoll, Palette, Schauma, Gliss Kur, Syoss, Fa,  Selpak, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse Carlsberg, Tuborg, Baltika, Friso, და სხვა.

"შარმ ტრეიდინგ"-ში  მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია  600-მდე თანამშრომელი, ხოლო კავკასიის მასშტაბით - 1000. ეს გახლავთ პროფესიონალთა ის ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის  მზარდ წარმატებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ადამიანური რესურსები და  მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა, ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომის მოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ გუნდური მუშაობა, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად. ჩვენი ორგანიზაციის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sharm.ge | http://www.facebook.com/sharmtrading
 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ბრენდ მენეჯერის ასისტენტი შარმ ტრეიდინგი 16 მაისი 16 ივნისი
სავაჭრო წარმომადგენელი - ქუთაისი რეგიონალური განცხადებები შარმ ტრეიდინგი 15 მაისი 15 ივნისი
IT სპეციალისტი შარმ ტრეიდინგი 09 მაისი 09 ივნისი
გადაიტანე Facebook-ზე