Робота для біженців з України
ღონისძიებების მენეჯერი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღონისძიებების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰაუს ჰოტელ ყვარელი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"ჰაუს ჰოტელ ყვარელი" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების მენეჯერის თანამდებობაზე.

სასტუმროს შესახებ

"ჰაუს ჰოტელ ყვარელი" წარმოადგენს ადგილს, სადაც ერთიანდება ქართული ღვინის კულტურა, თანამედროვე ხელოვნება და ავთენტური სტუმართმასპინძლობა. სასტუმრო კახეთის თვალწარმტაცი ბუნების სილამაზით, ვენახებით და ლანდშაფტური ბაღებით არის გარშემორტყმული.

ძირითადი მოვალეობები

** საბანკეტო ღონისძიებების ყველა ოპერაციის ზედამხედველობა და მართვა, მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველსაყოფად.
** ღონისძიებების დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება, მათ შორის კონფერენციების, ქორწილებისა და კორპორატიული შეკრებების.
** დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების დამუშავება.
** მჭიდრო თანამშრომლობა სამზარეულოსთან, მომსახურე პერსონალთან და სხვა დეპარტამენტებთან.
** საბანკეტო პერსონალის მართვა, მათ შორის სამუშაო გრაფიკების შედგენა, ტრენინგი და მუშაობის ხარისხის ზედამხედველობა.
** საბანკეტო დარბაზების სწორად მოწყობის უზრუნველყოფა, დეკორის, ინვენტარის და ტექნიკური აღჭურვილობის განლაგება.
** ღონისძიების მსვლელობისას მომსახურების პროცესის კონტროლი.
** ხარჯების კონტროლი, მარაგების მართვა და რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა.
** სტუმრების უკუკავშირზე რეაგირება და წარმოქმნილი პრობლემების დროულად და პროფესიონალურად მოგვარება.
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.

გამოცდილება და უნარები

** საბანკეტო მომსახურების სფეროში ან კვებისა და სასმელების (F&B) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; სასურველია ზედამხედველის ან მენეჯერის პოზიციაზე.
** ძლიერი ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარები.
** ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების შესანიშნავი უნარი.
** ძლიერი კომუნიკაციისა და მომხმარებელთან მუშაობის უნარები.
** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების კარგი უნარი.
** კვებისა და სასმელების სფეროს ოპერაციებისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა.
** მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა, მათ შორის უქმეებსა და სადღესასწაულო დღეებში.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ტრანსპორტირებას
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vboisa@kertenhospitality.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე