Робота для біженців з України
ფიზიკური გარემოსა და უსაფრთხოების სერვეიორი-აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზიკური გარემოსა და უსაფრთხოების სერვეიორი-აუდიტორი
მომწოდებელი: AACI საქართველო
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
"AACI საქართველო" აცხადებს ვაკანსიას: ფიზიკური გარემოსა და უსაფრთხოების სერვეიორი-აუდიტორი (Physical Environment Surveyor)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ერთ-ერთ შესაბამის მიმართულებაში: მექანიკური ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, Facility Management, Life Safety / Fire Safety, Biomedical Engineering (სასურველია)
** მინიმუმ 5 წლიანი შესაბამისი პროფესიული გამოცდილება
** აქედან მინიმუმ 2 წელი ჯანდაცვის დაწესებულებაში ან ჯანდაცვის ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება
** ჯანდაცვის დაწესებულებების ტექნიკური ინფრასტრუქტურის ცოდნა
** Life Safety Code / სახანძრო უსაფრთხოების ცოდნა
** Emergency Preparedness, Medical Equipment Management, HAZMAT უსაფრთხოება
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** ჯანდაცვის დაწესებულებების ფიზიკური გარემოს შეფასება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტების მიხედვით
** ინფრასტრუქტურის, საინჟინრო სისტემების და უსაფრთხოების შესაბამისობის შეფასება
** სახანძრო და სიცოცხლის უსაფრთხოების სისტემების შეფასება
** ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება
** სამედიცინო აღჭურვილობის მართვის სისტემების შეფასება
** ადგილზე ინსპექტირება და შეფასების ანგარიშების მომზადება ინგლისურ ენაზე

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო აკრედიტაციის პროექტებში მონაწილეობას
** AACI-ის საერთაშორისო ტრენინგსა და პროფესიულ განვითარებას
** საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას

განაცხადის წარდგენა: CV / სამოტივაციო წერილი / შესაბამისი სერტიფიკატები

Info.ge@aacihealthcare.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე