Робота для біженців з України
კიბერუსაფრთხოება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კიბერუსაფრთხოება
მომწოდებელი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 24 მაისი
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის ჯგუფის უფროსი

სამუშაოს მიზანი: ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** სამუშაოს დაგეგმვა, თანამშრომლებზე მათი ეფექტური გადანაწილება და შესრულების კონტროლი.
** გარე წყაროებთან კომუნიკაციის მეშვეობით კიბერუსაფრთხოების სივრცეში განვითარებულ საფრთხეების თვალყურის დევნება.
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ცოდნის ამაღლებაზე ზრუნვა.
** ინფორმაციული უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემის ადმინისტრირება კომპეტენციის ფარგლებში.
** უსაფრთხოების სისტემების გაუმართაობის შემთხვევაში Ticket -ის გახსნა და კომუნიკაცია ვენდორთან საგარანტიო პირობებიდან გამომდინარე.
** რეპორტების მომზადება და გადაგზავნა ხელმძღვანელობისთვის.
** 8/5 რეჟიმში ინფორმაციული უსაფრთხოების მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობა.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება.
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება შემდეგ სფეროებში: IT ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება.
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

საკონკურსო პირობები: გასაუბრება

2) კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის ჯგუფის უფროსი ინჟინერი

სამუშაოს მიზანი: ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** ცვლის განმავლობაში ინფორმაციული უსაფრთხოების და კომპიუტერული სისტემების მონიტორინგი და მათი გამართულად ფუნქციონირება.
** ცვლის განმავლობაში ინფორმაციული უსაფრთხოების მოსალოდნელი საფრთხეების და ინციდენტების გამოაშკარავება.
** ცვლის განმავლობაში საეჭვო ინციდენტების რეგისტრაცია და კლასიფიკაცია.
** ინფორმაციული უსაფრთხოების საეჭვო აქტივობაზე საჭირო ინფორმაციის შეგროვება ანალიზისთვის და გადამისამართება ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვე-ერთეულში.
** ცვლის განმავლობაში აღმოჩენილი ინციდენტის გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ქვე-ერთეულში შესწავლა-რეაგირებისთვის.
** ცვლის განმავლობაში ქსელში არსებული ინფრასტრუქტურის სკანირება და რეპორტის სახით ინფორმაციის გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ქვე-ერთეულში დაფიქსირებული მოწყვლადობების აღმოსაფხვრელად.
** ცვლის განმავლობაში რეპორტების მომზადება და გადაგზავნა ხელმძღვანელობისთვის.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება.
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება შემდეგ სფეროებში: IT ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება.
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

საკონკურსო პირობები: გასაუბრება

3) ინფორმაციულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის უფროსი

სამუშაოს მიზანი: ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** სამუშაოს დაგეგმვა, თანამშრომლებზე მათი ეფექტური გადანაწილება და შესრულების კონტროლი.
** გარე წყაროებთან კომუნიკაციის მეშვეობით კიბერუსაფრთხოების სივრცეში განვითარებულ საფრთხეების თვალყურის დევნება.
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ცოდნის ამაღლებაზე ზრუნვა.
** ინფორმაციული უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემის ადმინისტრირება კომპეტენციის ფარგლებში.
** ინციდენტებზე რეაგირების გეგმის შემუშავება.
** უსაფრთხოების სისტემების გაუმართაობის შემთხვევაში Ticket-ის გახსნა და კომუნიკაცია ვენდორთან საგარანტიო პირობებიდან გამომდინარე.
** რეპორტების მომზადება და გადაგზავნა ხელმძღვანელობისთვის.
** ინფორმაციულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობა.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება.
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება შემდეგ სფეროებში: IT ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება.
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

საკონკურსო პირობები: გასაუბრება

4) ინფორმაციულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის უფროსი ინჟინერი

სამუშაოს მიზანი: ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** ცვლის განმავლობაში ინფორმაციული უსაფრთხოების მოსალოდნელი საფრთხეების და ინციდენტების მართვა.
** ცვლის განმავლობაში ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** ცვლის განმავლობაში საბოლოო წერტილების დაცვის სისტემის კომპონენტების სრული გაწყობის უზრუნველყოფა.
** ცვლის განმავლობაში გამოვლენილი საფრთხის შეკავება და აღმოფხვრა, ზიანის მინიმუმამდე შემცირება და მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილება მომავალში.
** ცვლის განმავლობაში აღმოჩენილ მოწყვლადობებზე Ticket-ების შექმნა/გადამისამართება, შესაბამის კომპეტენტურ პირებთან აღმოსაფხვრელად და აღნიშნული პროცესის მონიტორინგი.
** ცვლის განმავლობაში რეპორტების მომზადება და გადაგზავნა ხელმძღვანელობისთვის.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება.
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება შემდეგ სფეროებში: IT ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება.
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

საკონკურსო პირობები: გასაუბრება

5) რეპორტების და ანალიზის ჯგუფის უფროსი

სამუშაოს მიზანი: ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** ახალ და მიმდინარე პროექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრასა და მხარდაჭერაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
** ინფორმაციული უსაფრთხოების მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებაზე ზრუნვა, მათ შორის რეკომენდაციების შემუშავება ქსელის და სერვერების არქიტექტურაზე ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
** ინფორმაციული უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პოლიტიკების, სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი.
** სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ინფორმაციული უსაფრთხოების უწყვეტობის გეგმის შემუშავებაზე აქტიური მონაწილეობის მიღება.
** რეპორტების მომზადება და გადაგზავნა ხელმძღვანელობისთვის.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება.
** მინიმუმ 6-წლიანი სამუშაო გამოცდილება შემდეგ სფეროებში: IT ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება.
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

საკონკურსო პირობები: გასაუბრება

6) რეპორტების და ანალიზის ჯგუფის უფროსი ინჟინერი

სამუშაოს მიზანი: ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** ინფორმაციული უსაფრთხოების, კომპიუტერული ინციდენტებისა და უსაფრთხოების ზომების ანალიზი.
** დაფიქსირებული ინციდენტების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების მომზადება.
** საეჭვო ფაილების ან/და მეილების შემოწმება სხვადასხვა მეთოდით.
** გარე წყაროებთან კომუნიკაციის მეშვეობით კიბერუსაფრთხოების სივრცეში განვითარებულ საფრთხეების თვალყურის დევნება.
** საწარმოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და კომპეტენტურ პირებთან, უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით.
** რეპორტების მომზადება და გადაგზავნა ხელმძღვანელობისთვის.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება.
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება შემდეგ სფეროებში: IT ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება.
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2026 წლის 24 მაისის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.

შეტყობინება:

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამოცხადდება) განსახილველად. ასეთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს სსე შეინახავს მათი მიღებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, თუ კანონით სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ სსე-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვმართოთ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა №2.

სსე კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (0 322) 51 08 63.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე