|
დასახელება:
ტენდერი სახლის ფასადზე სარემონტო სამუშაოს მომსახურებაზე
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
|
თანდართული ფაილი:
720560_Attachment_4943471.zip
|
"ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია აცხადებს ტენდერს ზესტაფონის (კვალითი) მსტ სახლის ფასადზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოს შესყიდვაზე
ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ზესტაფონის (კვალითი) მსტ სახლის ფასადზე სარემონტო სამუშაოს მომსახურების უზრუნველსაყოფად.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) შესაბამისი რეკომენდაციით;
თანხის გადახდის პირობები: მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში
მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 31 ივლისამდე ბავშვთა სოფელი ქუთაისის ზესტაფონი (კვალითი) მსტ სახლის ფასადზე სარემონტო სამუშაოს ჩატარება;
** სახლის ფასადზე დაზიანებული გალესილი და გაბრიზგული ადგილების ჩამოყრა;
** დაზიანებული კარნიზებისა და ფანჯრის რაფების მოწყობა;
** ფასადის დაზიანებული ადგილების შელესვა და გაბრიზგვა;
** სახლის მთლიანი ფასადის შეღებვა, სერტიფიცირებული, ხარისხიანი, ღია სივრცისთვის განკუთვნილი საღებავით - 450 მ2
** სახლის ფასადზე არსებული რკინის კონსტრუქციის დამუშავება/შეღებვა ხარისხიანი, სერტიფიცირებული, გარე სივრცისთვის განკუთვნილი საღებავით - 25 მ.
** სამშენებლო ნარჩენების გატანა
მომსახურების გაწევის პერიოდი: 2026 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისამდე.
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ზესტაფონი, კვალითი
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ: " ზესტაფონის მსტ სახლის ფასადის რემონტი" ეს
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 25 მაისი, 12:00 საათი
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის-4
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge.
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
|
|
|
|