|
დასახელება:
ტენდერი ჰიგიენური საშუალებების შესყიდვაზე
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 18 მაისი
|
|
თანდართული ფაილი:
719668_sos_xls_9399905.zip
|
ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს ჰიგიენური საშუალებების მომწოდებელ კომპანიებს "დედათა და ბავშვთა თავშესაფრის", "1-დან 3 წლამდე ბავშვების დღის ცენტრის" და ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ჰიგიენური საშუალებების (პამპერსი, ჰიგიენური საფენი, სველი ხელსახოცი) შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალის ამსახველი დოკუმენტების ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** ხარჯთაღრიცხვა (ერთეულის ფასში გათვალისწინებული უნდა იქნას ტრანსპორტირების ხარჯები და დღგ);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ ბეჭდით დალუქული კონვერტით.
მომსახურების გაწევის ვადები: 2026 წლის 01 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
საქონლის მიწოდების ადგილი:
1) ქუთაისი, 4600, ჰერმან გმაინერის #4, "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი",
2) ქუთაისი; თბილისის ქუჩა მეათე შესახვევი N5
თანხის გადახდის პირობები: ანგარიშსწორება მოხდება საქონლის მოწოდებისა და საფინანსო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებით.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "ჰიგიენური საშუალებები", ისე კომპანიის სახელწოდება.
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 18 მაისი 12:00 სთ.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ.#4
ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
|
|
|
|