Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719641&print=yes&view=jobs
 
ტენდერი საკვები პროდუქტების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი საკვები პროდუქტების შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 18 მაისი
თანდართული ფაილი: 719641_sos_tender_xls_8504171.zip
ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს საკვები პროდუქტების მომწოდებელ კომპანიებს პროექტების - "დედათა და ბავშვთა თავშესაფრების - N1, N2", "1-დან 3 წლამდე ბავშვების დღის ცენტრისა" და ოჯახის გაძლიერების პროექტის ბენეფიციარების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი პროდუქტების ჩამონათვალის ამსახველი დოკუმენტების ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** ხარჯთაღრიცხვა (ერთეულის ფასში გათვალისწინებული უნდა იქნას ტრანსპორტირების ხარჯები და დღგ);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ ბეჭდით დალუქული კონვერტით. კონვერტში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსია CD-ზე ჩაწერილი.
მომსახურების გაწევის ვადები: 2026 წლის 01 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

საქონლის მიწოდების ადგილი:

1) "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" - ქ. ქუთაისი, 4600, ჰერმან გმაინერის ქ.#4 ;
2) ქუთაისი; თბილისის ქუჩა მეათე შესახვევი N5;

თანხის გადახდის პირობები: ანგარიშსწორება მოხდება საქონლის მოწოდებისა და საფინანსო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "საკვები პროდუქტი", ასევე, თქვნი კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 18 მაისი 12:00 სთ.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ. #4

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია