|
დასახელება:
ტენდერი ამბროლაურის მსტ სახლის სარემონტო სამუშაოების თაობაზე
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 მაისი
|
|
თანდართული ფაილი:
718200_SOS_TENDER_6056938.zip
|
ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია აცხადებს ტენდერს ამბროლაურის მსტ სახლში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოს შესყიდვაზე.
ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ამბროლაურის (მის.წერეთლის #8) მსტ სახლში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოს მომსახურების უზრუნველსაყოფად.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) შესაბამისი რეკომენდაციით;
თანხის გადახდის პირობები: მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში (მომსახურების ღირებულების საავანსო გადახდა არ განიხილება)
მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 31 ივნისამდე ბავშვთა სოფელი ქუთაისის ამბროლაურის (მის.წერეთლის #8) მსტ სახლში სარემონტო სამუშაოების ჩატარება:
1. სახლის პირველ და მეორე სართულზე კედლების დამუშავება შპალერის გასაკრავად - 500 მ2
2. სახლის პირველ და მეორე სართულზე ხარისხიანი შპალერის გაკვრა - 500 მ2
3. პირველ და მეორე სართულზე ჭერების, (ღია აივნის ჭერი შესაკეთებელი და შესაღებია) კოსმეტიკური შეღებვა - 180 მ2;
4. დაზიანებული ლამინირებული იატაკის და პლინტუსების შეცვლა - 140 მ2;
5. დაზიანებული მ.დ.ფ.-ს კარებების შეცვლა - 5 ცალი;
6. შესასვლელი კარების შეცვლა. ჩაისვას რკინის კარები - 1 ცალი;
7. სველ წერტილებში სანტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
8. სველ წერტილებში კაფელ მეტლახის შეცვლა - 60 მ2;
9. სახლში არსებული ელ. გაყვანილობის მოწესრიგება, დაზიანებული როზეტების და ჩამრთველების შეცვლა და დაზიანებული სანათი ბრების შეცვლა
10. დაზიანებული მეტალპლასტმასის ფანჯრების შეკეთება
11. შიდა კიბის რესტავრაცია -დამუშავება/გალაქვა - 8.5 მ.
12. სამშენებლო ნარჩენების გატანა;
მომსახურების გაწევის პერიოდი: 2026 წლის 01 ივნისიდან 31 ივნისამდე.
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ამბროლაური, წერეთლის ქ.#8
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე.
გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ: "ამბროლაურის მსტ სახლის რემონტი" ეს სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 11 მაისი 12:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ#-4
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
|
|
|
|