Робота для біженців з України
ტალანტების მოზიდვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტალანტების მოზიდვის სპეციალისტი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტალანტების მოზიდვის სპეციალისტის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ვაკანტური ადგილი: 1
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
სამუშაო მოდელი: ჰიბრიდული (კვირაში 2 დღე დისტანციურად)

საქმიანობის ძირითადი მიზანი: კანდიდატთა მოზიდვის, შერჩევისა და შენარჩუნების ეფექტური სტრატეგიების შემუშავება ფანდრაიზინგის გუნდის გრძელვადიანი და წარმატებული ფუნქციონირებისათვის.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** შერჩევის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ვაკანსიების განთავსება და კანდიდატების მოზიდვა სხვადასხვა არხის გამოყენებით;
** შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრებების დაორგანიზება და ჩატარება;
** უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა სახის სასწავლო დაწესებულებებში ვიზიტი და კარიერული განვითარების კონსულტანტებთან კომუნიკაცია;
** დასაქმების ფორუმების დაორგანიზება ან/და მონაწილეობის მიღება;
** რეკრუტინგის პროცესის ანალიზი და ოპტიმიზაცია;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში;
** შერჩევის მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება მასობრივი შერჩევის პროცესების მართვის გამოცდილება;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** კვირაში 2 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2026 წლის 01 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე