Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714935&print=yes&view=jobs
 
საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: იუსტიციის სამინისტრო
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი − საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სამუშაო პოზიციის დასახელება: ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

ორგანიზაციის შესახებ:

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს" საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.

კატეგორია: იურიდიული
თანამდებობრივი სარგო: 4 160 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საინვესტიციო ხასიათის საერთაშორისო კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებების პროექტების ექსპერტიზა და უცხო ქვეყნის სასამართლოში ან საერთაშორისო არბიტრაჟში სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის პრევენციის მიზნით, სახელმწიფო ორგანოს მიერ გასაწევი რისკების იდენტიფიცირება;
** სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა ექსპერტიზა და შესაბამისი იურიდიული დასაბუთების მომზადება;
** საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
** შესაბამისი კერძო და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
** ხელმძღვანელის დავალებით, დეპარტამენტის/სამმართველოს საქმიანობისთვის რელევანტური საკითხების გარშემო საერთაშორისო პრაქტიკისა და სასამართლო გადაწყვეტილებების კვლევა, ანალიზი, დამუშავება და განზოგადება;
** დეპარტამენტის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "ვალის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ" 1958 წლის ნიუ იორკის კონვენცია;
** "სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ" კონვენცია (ICSID კონვენცია);
** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი);
** კერძო, ადმინისტრაციული ან/და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (C1);
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა;
** სამართლებრივი წერა;
** კრიტიკული აზროვნება;
** ინფორმაციის/მონაცემთა მოპოვება, შეგროვება და ანალიზი;
** კონფლიქტებისა და დავების მართვა;
** დასკვნების/ანგარიშების/წერილების მომზადება;
** იდეების დასაბუთება, დარწმუნება;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** შედეგზე ორიენტაცია.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** პროფესიული წერითი დავალება;
** გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ (ებ)ის, მუშაობის პერიოდ (ებ)ის - სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღების - ფუნქცია-მოვალეობების მითითებით, სრული და კითხვადი ჩანაწერ (ებ)ი). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ (ებ)ი.
** სტაჟირების შემთხვევაში აუცილებელია, დოკუმენტში ჩანდეს, იყო თუ არა საქმიანობა ანაზღაურებადი.

** აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
** აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
** ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
** კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
** შეფასების ეტაპზე კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 60 %-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება;
** გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა − 5).

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − https://hr.gov.ge, 2026 წლის 28 აპრილის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია